უკრაინამ და შვედეთმა ავიაგამანადგურებლის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E ავიაგამანადგურებლის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“სახელმწიფოს მეთაურისა და უკრაინისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრების თანდასწრებით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სერგეი ბოევმა და შვედეთის თავდაცვითი მასალების ადმინისტრაციის გენერალურმა მდივანმა, მიკაელ გრანჰოლმმა”, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აღინიშნება, 16 Gripen E თვითმფრინავების მიწოდება 2029 წლის დასაწყისში დაიწყება. შესყიდვა ევროკავშირის სესხითა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით დაფინანსდება.

“შეთანხმების თანახმად, უკრაინა ასევე მიიღებს თვითმფრინავებისთვის აღჭურვილობას, ტექნიკურ დახმარებასა და ლოგისტიკის საკითხებში მხარდაჭერას. შვედეთში უკვე მიმდინარეობს უკრაინელი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის წვრთნა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, 2027 წლის დასაწყისში უკრაინა შვედეთისგან პირველ 16 Gripen C/D თვითმფრინავს მიიღებს, როგორც სამხედრო დახმარებას. შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, Gripen თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილება გარდამტეხი მომენტია უკრაინის საჰაერო ძალების კონცეფციისთვის.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო