ონის მერია - ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ეწყობა დროებითი ალტერნატიული გზა

ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად, ეწყობა დროებითი ალტერნატიული გზა, რათა მოსახლეობამ სამუშაოების პერიოდში შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები, რომლებიც ადგილზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

„მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოების სრულმასშტაბიანად განხორციელების მიზნით, მდინარე ხეორზე (მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი) დროებითი ხიდი მოეწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ავტოტრანსპორტი დროებითი შემოვლითი გზით ისარგებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო