ევროკავშირი აშშ-ის სამრეწველო პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს აუქმებს

დღეს ევროკავშირი აშშ-ის სამრეწველო პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს აუქმებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ეს კარგი ამბავია ტრანსატლანტიკური ვაჭრობისთვის.

„მეტი პროგნოზირებადობა. მეტი არჩევანი. უკეთესი ფასები ევროკავშირის ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის. ეს არის ვალდებულება, რომელიც შესრულებულია ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივი განცხადების ფარგლებში და შეხსენება იმისა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მსოფლიოში ყველაზე ღირებული რჩება. მოდით, გავაგრძელოთ მასზე დაყრდნობით განვითარება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო