სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში, 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში, 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოვლენილი ფაქტებიდან საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე.

„2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე.

საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო