რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ დღეს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიას მათ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 46 სასაჩუქრე ყუთი და 22 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გიმნაზიის მოძღვარმა, დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა რელიგიის სააგენტოსა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ერთობლივ აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო