სდსს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო, ულტრათანამედროვე სისტემის შეძენას გეგმავს, რომლითაც 5-6 კილომეტრის რადიუსში, ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენა და განეიტრალებაა შესაძლებელი

სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დაგეგმილია უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო, ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც მისივე თქმით, გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენასა და განეიტრალებას.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა, სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების მქონე მოდულით.

“რადგან დღეს სხვადასხვა უწყებებზე ვსაუბრობ, ვსარგებლობ შემთხვევით და ცოტა მოგვიანებით, კიდევ ერთხელ, დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სადღეისოდ უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის, ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების, ჩატარებული ფორუმების თუ სხვა მასშტაბური ღონისძიებების უსაფრთხოებას.

ბოლო პერიოდში, სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა, სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების - იგივე დაშიფრვის მქონე მოდულით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები - მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო, ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო