მამუკა მდინარაძე - რუსეთიდან არანაირი შესყიდვა ჩემთან არ შემოსულა ხელმოსაწერად, სულხან თამაზაშვილი ჩუმად არ იყიდის მოსკოვიდან კამერებს, გამორიცხული ამბავია - ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი!

დიდი სისულელე მგონია, რომ ამ კამერებს [შსს] მოსკოვში ყიდულობს. არათუ მოსკოვი და რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩემთან არ შემოსულა ხელმოსაწერად. ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი! -ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც Algorithmwatch-ის გამოძიებაზე დაყრდნობით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხება, სადაც საუბარია, რომ შსს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გამოყენებულ სახის ამომცნობ სისტემას სანქცირებული რუსული კომპანიისგან ყიდულობს, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობის ვალდებულება აქვს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „სულხან თამაზაშვილი მისგან დამალულად და ჩუმად არ იყიდის მოსკოვიდან კამერებს“.

„ღრმა სიბერეს გისურვებთ და ჯანმრთელობას, ძალიან დიდი ხნის სიცოცხლეს. გისურვებთ, რომ სიბერეში „ეფ-ეს-ბე“ გითვალთვალებთ და ა.შ. ეს შიშები არ დაგეუფლოთ. ღრმა სიბერეში გისურვებთ და იმას, რომ არ დაგესიზმროთ ყოველ ღამე „ეფ-ეს-ბე“, რომ გითვალთვალებთ ვიღაც, სახეზე გცნობთ ამომცნობი კამერები. ეს სიგიჟეები არ დაგესიზმროთ ამას გისურვებთ. ეს არის ჩემი პასუხი.

სახის ამომცნობ კამერებს კი დანაშაულის პრევენციის მიზნით, რუსთაველზე და ცენტრალურ უბნებში კი არა, მთელს ქვეყანაში შევეცდებით, რომ დავაყენოთ წლების განმავლობაში. მთელი მსოფლიო ასე მოქმედებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ანტიტერორისტული მიზნებიდან გამომდინარე. მათ შორის, დანაშაულის პრევენციის უპირატესი მიზნებიდან გამომდინარე. შევეცდებით, რომ საჯარო სივრცეში მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაყენოთ, არამხოლოდ ცენტრალურ უბნებში.

დიდი სისულელე მგონია, რომ ამ კამერებს [შსს] მოსკოვში ყიდულობს. რაც ამ თანამდებობაზე ვარ, ყველა შესყიდვას ხელს ვაწერ. ჩემი თანხმობის გარეშე არცერთი შესყიდვა არ გასულა. არათუ მოსკოვი და რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩემთან არ შემოსულა ხელმოსაწერად და სულხან თამაზაშვილი ჩუმად არ იყიდის მოსკოვიდან რაღაც კამერებს, გამორიცხული ამბავია. ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი!“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საია სახის ამომცნობი სათვალთვალო კამერების შესახებ Algorithmwatch-ის გამოძიებას ეხმაურება. Algorithmwatch-მა 2026 წლის 27 ივნისს გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც შსს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გამოყენებულ სახის ამომცნობ სისტემას სანქცირებული რუსული კომპანიისგან ყიდულობს, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობის ვალდებულება აქვს.

მათივე ცნობით, შსს პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ბოლოდან აქტიურად იყენებს ისეთ სათვალთვალო ტექნოლოგიებს, რომელთა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობაზეც საიამ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება, მათი მახასიათებლების შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების ნაკლებობის პირობებში ცალსახად პროტესტის ჩახშობას, შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის ადამიანების დასჯას და საზოგადოებაში მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს