BAG-ის და Skillwill Swiss College-ის პარტნიორობით, მენეჯერებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), Skillwill Swiss College-თან თანამშრომლობით, წევრი კომპანიების ტოპ მენეჯმენტისა და ხელმძღვანელი პირებისთვის ერთდღიან ინტენსიურ ტრენინგს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო სესია მთლიანად დაეთმო ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის (AI) სტრატეგიულ ინტეგრაციას, ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდასა და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვას.

„ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება დღეს ბიზნესისგან სწორედ ასეთ სტრატეგიულ გადააზრებასა და ახალი ინსტრუმენტების პრაქტიკულ ათვისებას მოითხოვს.

ასოციაციის ოფისში გამართულ 8-საათიან შეხვედრას ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის მიმართულების ექსპერტი ნიკა ყოჩიაშვილი გაუძღვა, რომელსაც სხვადასხვა სექტორში (საცალო გაყიდვები, მედიცინა, საბანკო სფერო, მშენებლობა) AI გადაწყვეტილებების დანერგვის დიდი გამოცდილება აქვს. პროგრამა მოიცავდა როგორც არატექნიკურ განმარტებებსა და წამყვანი გლობალური ორგანიზაციების (IBM, McKinsey, PwC) კვლევებს, ისე უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდების (JPMorgan, Allianz, WPP) რეალურ მაგალითებსა და რისკების მართვის პრინციპების ანალიზს. მენეჯერებმა პრაქტიკულ ნაწილში Custom GPT-ის, Gemini Gem-ისა და სხვა საოფისე AI აგენტების ცოცხალი დემონსტრაცია იხილეს და ორგანიზაციებისთვის 90-დღიანი სამოქმედო გეგმების პროტოტიპირებაზე იმუშავეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„თანამედროვე ბიზნესში ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე, ის ოპერაციული ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მთავარი სტრატეგიული ინსტრუმენტი გახდა. Skillwill Swiss College-თან პარტნიორობით ორგანიზებული ტრენინგი სპეციალურად ჩვენი წევრი კომპანიების ხელმძღვანელებისთვის შევიმუშავეთ, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ხედვა და პრაქტიკული ინსტრუმენტები AI-ის შესაძლებლობების საკუთარ ორგანიზაციებში დასანერგად. BAG აქტიურად გააგრძელებს წამყვან საგანმანათლებლო პლატფორმებთან თანამშრომლობას, რათა ქართულ ბიზნესს ჰქონდეს წვდომა უახლეს გლობალურ ცოდნაზე, რაც აუცილებელია ცვალებად ეკონომიკურ გარემოში მდგრადი განვითარებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს