ლევან მაჭავარიანი თაზო დათუნაშვილის განცხადებაზე - მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტია „ლელოს“ ზნეობრივ უფსკრულს

„ქართული ოცნების“ წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ზნეობრივ უფსკრულშია.

კერძოდ, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთბულ განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წევრს, თენგიზ შარმანაშვილს "ზეზეული გვამი" უწოდა.

მაჭავარიანი თაზო დათუნაშვილს აგენტურაში ადანაშაულებს.

„ეს რამდენიმე წამიანი ვიდეო მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტია „ლელოს“ ზნეობრივ უფსკრულს.

პარტიისთვის, რომელიც დავალებების მისაღებად ელჩებთან დარბის, რომელიც მჭიდრო კოალიციაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც წერილობით ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას და რომლის თავმჯდომარეც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი დოლარის ჯიბეში ჩადებას გეგმავდა, რა თქმა უნდა, მორალური საზღვრები არ არსებობს.

ახალგაზრდა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ასრულებს იმ აგენტურულ დავალებებს, რომლებსაც მის ხელმძღვანელობას გარე ძალები აძლევენ, ასეთი ბინძური ლექსიკით საუბრობს მამის ტოლა კაცზე - პატრიოტზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხში პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული; კაცზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში; კაცზე, რომელიც ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი გახლდათ; და კაცზე, რომლის თანაგუნდელობაც ჩემთვის საამაყოა.

ბატონ თაზოს კი ვუსურვებ, რომ მთელი მისი აგენტურული პარტიის შემადგენლობას საქართველოსთვის იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს, რაც ბატონმა თენგიზმა უკვე მოახერხა”, - წერს მაჭავარიანი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს