მარიკა მიქიაშვილი - საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება 2026 წელს კატასტროფულია - გაეროს მიერ კოლექტიური პოლიტიკური ძალისხმევა უნდა იქნას ჩადებული, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში მმართველი ძალის წესებთან შესაბამისობა

საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება კატასტროფულია, - ამ განცხადებით პარტია „დროას“ წევრი, მარიკა მიქიაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე გამოვიდა.

Liberal International-ის მომხსენებლის სტატუსით სიტყვით გამოსვლისას, მიქიაშვილმა ყურადღება ქვეყანაში „პოლიტპატიმრების რაოდენობაზე, დემონსტრანტებზე ძალადობასა და დაუსჯელობის სინდრომზე“ გაამახვილა და გაეროს მმართველი ძალის წინააღმდეგ „კოლექტიური პოლიტიკური ძალისხმევისკენ“ მოუწოდა.

“საქართველოს ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება 2026 წელს კატასტროფას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში უკუსვლის სისწრაფისა და იმის გათვალისწინებით, რომ ერთ სულ მოსახლეზე ახლა მეტი პოლიტიკური პატიმარია [საქართველოში], ვიდრე რუსეთში. ეს რეაგირების გარეშე დატოვებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახელმწიფო ძალადობის და ფართო, ხშირად, გაუმართლებელი, დრაკონული კანონებით განსხვავებული ხმების ჩახშობის მცდელობების, ასევე, ოპონენტების ფინანსურად მოგუდვის პირდაპირი შედეგია.

ბოლო თვეების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სანდო ბრალდებები გამოჩნდა და ეუთო-ს 2026 წლის მარტის “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში საუბრობს “თითქმის ტოტალურ დაუსჯელობაზე” დანაშაულებისთვის, რომლებიც ხშირად კვეთენ წამების ზღვარს.

ფართოდ გავრცელებული უკანონო და არაჰუმანური პრაქტიკები, როგორებიცაა დაკავებულების გაშიშვლება ან ხალხის დაპატიმრება ტროტუარზე პროტესტისთვის, წელს იყო საქართველოში. ახალი კანონპროექტი მალე გააკონტროლებს სოციალურ მედიას და ონლაინ განსხვავებული ხმების დევნას დაიწყებს.

მაშინ, როდესაც Liberal International-ი ხელახლა იმეორებს თავის 2025 წლის რეკომენდაციას, ის ასევე, აღნიშნავს, რომ კოლექტიური პოლიტიკური ძალისხმევა უნდა იქნას ჩადებული გაეროს მიერ, რათა უზრუნველყოს საქართველოში მმართველი ძალის წესებთან შესაბამისობა”, - განაცხადა მიქიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს