ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს.

კერძოდ, OHCHR-ის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები ეხება მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვას, ადამიანის უფლებების დარღვევის „სერიოზულ ბრალდებებს“, რომელსაც საქართველოს მთავრობამ „პასუხი უნდა გასცეს“.

ასევე, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ითხოვს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობების გადახედვას.

OHCHR-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი გარემო იმის უზრუნველყოფით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღების ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად შემოიფარგლოს აუცილებლობითა და პროპორციულობით.

“OHCHR-ი აღიარებს საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე თანამშრომლობას, მათ შორის თბილისში OHCHR-ის მასპინძლობას. OHCHR-ი ერთგული რჩება მხარი დაუჭიროს მთავრობასა და ეროვნულ აქტორებს ადამიანის უფლებების საკითხების მოგვარებაში, მათ შორის ისეთების, რომლებიც ანგარიშშია იდენტიფიცირებული.

OHCHR-ი რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს მთავრობამ:

წარადგინოს კონკრეტული ზომები მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად და წინ წასაწევად და პასუხი გასცეს ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ ბრალდებებს, რომლებიც 2023 წლის 1 -ელი ივნისიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის OHCHR-ის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ ისეთს, რომლებიც საჯარო პროტესტების კონტექსტში ხდებოდა, მათ შორის დემონსტრანტების უკანონო დაპატიმრებები და ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლებიც წინააღმდეგ ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენება;

ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და დეტალური გამოძიებები მსგავს ბრალდებებზე, უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და სრულიად სამართლიანი სასამართლო პროცესის, სამართლიანი პროცესის დამზღვევი მექანიზმებისა და სასამართლო გადახედვის შესაძლებლობის გარანტირება მოახდინოს;

გადახედოს შესწორებებს, რომლებიც 2025 წელს გაკეთდა “მაუწყებლობის კანონში”, სისხლის სამართლის კოდექსში, “გრანტების შესახებ კანონში”, “შეკრებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში” და ადმინისტრაციული დანაშაულების კოდექსში, რათა უზრუნველყოს მათი სრული თანხვედრა საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონებთან, კერძოდ კი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების მე-19, მე-20 და 21-ე მუხლებთან, და უზრუნველყოს, რომ ყველა საკანონმდებლო პროცესი წარიმართება სრული გამჭვირვალობითა და საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაწილეობით;

გააძლიეროს ძალისხმევები გენდერული დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას საქართველოს პოლიტიკურ წარმომადგენლობაში, მათ შორის 2025 წელს მიღებული გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვით;

აღადგინოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი გარემო იმის უზრუნველყოფით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღების ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად შემოიფარგლოს აუცილებლობითა და პროპორციულობით და შეესაბამებოდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს.

საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა ორგანოებისა და მექანიზმებისთვის აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" წვდომის მიმდინარე არარსებობა სამწუხაროდ რჩება. OHCHR-ი კვლავ გამოდის დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი წვდომის მოწოდებით ყველა შესაბამისი ორგანოსთვის, მათ შორის თავად OHCHR-ისთვის.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს