განათლების მინისტრი აბიტურიენტებს - წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე! დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს.

როგორც განათლების მინისტრი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ აბიტურიენტების შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს. თითოეული გამოცდა ახალი შესაძლებლობებისა და მომავალი წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და კომფორტული აკადემიური გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ.

მჯერა, რომ თქვენი მონდომებითა და შემართებით მიაღწევთ დასახულ მიზნებს და თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ასახელებთ ჩვენს სამშობლოს“, - ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით