ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო შეუძლებელს ხდის სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას

საქართველო სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.

„საქართველო შეუძლებელს ხდის ჩვენი ყველაზე მთავარი მიზნისკენ პროგრესს - სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას. აფხაზური მხარე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და კონსტრუქციული მოგვარების გარდა სხვას ალტერნატივას არ უშვებს. ეს მიდგომა სრულიად გამართლებულია და ჩვენს ისტორიულ-სამართლებრივ საფუძვლებსა და არსებულ რეალობას ეფუძნება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარკვეული სტატუს-კვო ჩამოყალიბდა და ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, რომ ეს გაითვალისწინონ“, - განაცხადა ბარციცმა.

მისი თქმით, „საქართველოს პოზიცია ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური და ისტორიულ-სამართლებრივი რეალობიდან გადახვევით და ქართული მხარე აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ის ამით შეუძლებელს ხდის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ შემდგომ პროგრესს“.

„ჩვენ აღნიშნულ საკითხს აბსოლუტურად არგუმენტირებულად ვაყენებთ: აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ორი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რომლებიც საქართველოს მეზობლები არიან. ამ რეალობის გათვალისწინება ყველას მოუწევს. ზუსტად ეს პოზიცია აქვს რუსეთსაც“, - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით