გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე - არაადეკვატური ადამიანია და ეს გარკვეულწილად, განაპირობებს სექტის ჩამოყალიბებას, რომელიც ერთგული მხარდამჭერია - უნდა, ხაბეიშვილს დაამცირებს, უნდა ბოკუჩავას და მალე, ალბათ, ჟორჟოლიანსაც მიადგება

არაადეკვატური ადამიანია [მიხეილ სააკაშვილი] და ეს არაადეკვატურობა, გარკვეულწილად, განაპირობებს სექტის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ არაადეკვატურობის მიუხედავად, ერთგული და თავდადებული მხარდამჭერია - უნდა ხაბეიშვილს დაამცირებს, უნდა ბოკუჩავას და სულ მალე, ალბათ, ჟორჟოლიანსაც მიადგება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არაადეკვატური ქცევა მიხეილ სააკაშვილის პიროვნების თვისებაა, რომელიც ყოველთვის იმავენაირად ექცეოდა საკუთარ ქვეყანას.

„სააკაშვილის გამონათქვამები არ შეიძლება სერიოზულად მიიღო. თვითონ დარწმუნებულია, რომ ეს რაღაც არაოფიციალური ფრაზების გამოყენებით პოპულარული საუბარი, მის რენომეს აღადგენს, რაც რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია. გავიგეთ, რომ კაბო-ვერდეს გულშემატკივრობს მსოფლიო ჩემპიონატში, იმიტომ რომ კაბო-ვერდელი გოგო მოსწონდა პირველ კურსზე, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლობდა კიევში. სასაცილო არაფერია - არაადეკვატური ადამიანია და ეს არაადეკვატურობა, გარკვეულწილად, განაპირობებს სექტის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ არაადეკვატურობის მიუხედავად, ერთგული და თავდადებული მხარდამჭერია. ასეთი შერჩა სააკაშვილს და თავს უფლებას აძლევს, რომ რაც უნდა ის თქვას. უნდა ხაბეიშვილს დაამცირებს, უნდა ბოკუჩავას და სულ მალე, ალბათ, ჟორჟოლიანსაც მიადგება. ეს არის მისი პიროვნების თვისება, მაგრამ ეს პიროვნება იმავენაირად ექცეოდა ყოველთვის საკუთარ ქვეყანას. ეს არის პრობლემა, თორემ ხაბეიშვილზე და ბოკუჩავაზე რას იტყვის, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

ზოგადად, მისი ერთადერთი ხედვა არის, რომ როგორმე ამ ქვეყანამ ის ცეცხლი და ცრემლი გაიაროს, რაშიც დღეს უკრაინაა, რომ როგორმე შემდეგ აღდგეს ფერფლიდან და სააკაშვილის მეთაურობით „ნათელ მომავალში” გადაინაცვლოს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან” წერილობით ინტერვიუში განაცხადა: “სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია.”

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით