უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | „საქართველოს ბანკი“ - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი

დღეს, 2 ივლისს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, პირველ შეხვედრას უკრაინასთან გამართავს.

შეხვედრა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები იმ ჯგუფში, რომელშიც ესპანეთი, უკრაინა და დანია ასპარეზობენ, მე-3 ადგილს იკავებს. რეგლამენტის თანახმად, ჯგუფიდან სამი გუნდი გადის და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ინაცვლებს, სადაც პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულებიც გადაჰყვებათ.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს კი ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 5 ივლისს, ესპანეთთან თამაშით დაასრულებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია