საია - OHCHR-ის ანგარიში ცხადჰყოფს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ანგარიში ცხადჰყოფს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას და ყურადღებას ამახვილებს: შეკრების, გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლების, წამების აკრძალვის და თანასწორობის კუთხით არსებულ მწვავე პრობლემებზე. ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საია ეხმაურება OHCHR-ის ანგარიშს, რომელიც საქართველოში 2025 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას აღწერს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

„ანგარიში არაერთხელ მიუთითებს საიას კომუნიკაციასა და გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე და 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის მიმოხილვისას მნიშვნელოვნად ეყრდნობა საიას შეფასებებს. საიამ OHCHR-ს კომუნიკაცია 2026 წლის იანვარში წარუდგინა.

საია განაგრძობს ადამიანის უფლებებისთვის საქმიანობას, მათ შორის, საერთაშორისო ადვოკატირების გზით”, - აღნიშნულია საიას ინფორმაციაში.

ანგარიშის თაობაზე საიას განცხადება ვრცლად იხილეთ ბმულზე:https://gyla.ge/post/GYLA-OHCHR2025tslisangarishi

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით