„ბლექ სი პეტროლიუმი“ - მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არა რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან „ბლექ სი პეტროლიუმი“ იწყებს სრულად არა რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ამის შესახებ „ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი ივლისით თარიღდება.

კომპანია ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.

ამასთან, განცხადებიდან ირკვევა, რომ 2027 წლის I კვარტალში კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის.

2027 წლის II კვარტალში კი საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ.

წარმოება:

2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება.

სტრატეგიული პარტნიორობა

საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება.

საწარმოს განვითარების ეტაპები და ახალი პროდუქცია:

2027 წლის I კვარტალი: კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის.

2027 წლის II კვარტალი: საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი.

ნედლეულის დივერსიფიკაცია:

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არა რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში”, - წერია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით