პატრიარქი შიო III კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა

საპატრიარქო რეზიდენციას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ეწვივნენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ოლივიე კურტოს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

"შეხვედრა გულთბილ ვითარებაში წარიმართა.

ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს და საფრანგეთის მთავრობას მილოცვისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.

თავის მხრივ, სტუმარმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობას, მის სუვერენიტეტს და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაგრძელებას.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმარს საიუბილეო ჯვარი გადასცა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა", - აღნიშნავს საპატრიარქო.

ასევე, საპატრიარქოში იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი.

რაც შეეხება კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრას კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებთან.

საპატრიარქოს თანახმად, საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და მის თანმხლებ კათოლიკე სასულიერო პირებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

"ეპისკოპოსმა ჯუზეპემ მის უწმინდესობას და უნეტარესობას მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება და გამოხატა მზაობა ორ ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისა.

კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და გაიხსენა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს თბილი დამოკიდებულება ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი.

შეხვედრაზე ისაუბრეს ზნეობრივი ღირებულებებისა და ოჯახის პატივისცემის თაობაზე, ასევე ბიოეთიკის პრობლემებსა და თანამედროვე გამოწვევებზე, მშვიდობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელოვაზე.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ხაზი გაუსვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, რომელიც წელს აღინიშნება.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით