მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა. შესაბამის კადრებს ირანული მედია ავრცელებს. ყაველაშვილს თეირანის აეროპორტში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ირანში, სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში მიმდინარეობს. ხამენეისთან ერთად სალოცავ დარბაზში მისი ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრებიც მიასვენეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანში ჩასულ ლიდერებს შორის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გარდა, არიან: თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ერაყის პრეზიდენტი ნეზარ ამიდი, უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნურიდინ ისმოილოვი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია