დონალდ ტრამპი - დიდებული დამოუკიდებლობის და დიდებული ამერიკული თავისუფლების 250 წელს აღვნიშნავთ - აშშ ყველაზე წარმატებული და ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა კაცობრიობის ისტორიაში

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით რაშმორის მთაზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ დიდებული დამოუკიდებლობის და დიდებული ამერიკული თავისუფლების 250 წელს აღვნიშნავთ. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე წარმატებული და ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა კაცობრიობის ისტორიაში და ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენი პრეზიდენტი ვარ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამერიკულმა თავისუფლებამ 250 წელი მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვებით არ გაძლო. თავისუფლებამ აქ იმ ხალხის კულტურისა და ხასიათის წყალობით გაიმარჯვა, ვინც ის გამოაცხადა, დაიცვა და შეინარჩუნა. არ არის აუცილებელი, რომ აქ იყოთ დაბადებული, მაგრამ უნდა გიყვარდეთ ის, რაც ჩვენ ავაშენეთ. ჩვენი ქვეყანა უნდა გიყვარდეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, „ამერიკული იდენტობა ახალი თავდასხმის ქვეშ არის“.

„ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური საფრთხე კვლავ გაცოცხლდა. მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ახლად მოსულთა მიერ, რომლებიც იმ იდეებს იზიარებენ, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ცხოვრების წესს. ამერიკის შეერთებული შტატები კომუნისტური ქვეყანა არასდროს იქნება. შეგიძლიათ იყოთ კარლ მარქსის ერთგული ან აშშ-ის ერთგული. შეგიძლიათ იყოთ კომუნისტი ან პატრიოტი. ორივე ერთად ვერ იქნებით“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ირანიც ახსენა და განაცხადა, რომ მათ ერთკვირიანი შესვენება მისცა ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვასთან დაკავშირებით.

„მათ შეთანხმების მიღწევა ძალიან სურთ. ამის გაკეთება ძალიან სურთ. ჩვენ მათ დაკრძალვისთვის ერთი კვირით შესვენება მივეცით, რადგან კეთილები ვართ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ