სომეხთა ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულსა და მეცამეტე მოციქულ პავლეს იხსენიებს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იესო ქრისტეს რჩეულ 12 მოციქულსა და მეცამეტე მოციქულს, პავლეს იხსენიებს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო მოციქულთა ხსენების დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს ულოცავს.

„12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ, მათ იესოს მოძღვრება უქადაგეს სხვადასხვა ერებს.

ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელი იყო პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა მეცამეტე მოციქულად. სომხური სამოციქულო ეკლესია 12 მოციქულთა და მეცამეტე მოციქულად აღიარებულ პავლეს ფერისცვალებამდე ერთი კვირით ადრე იხსენიებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოციქულთა ხსენების დღეს ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს