Reuters - გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის ქალაქ ერფურტში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობა იმართება, სადაც პარტია ლიდერებს ირჩევს.

პარტიის ყრილობამდე ერფურტში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც კონფერენციამდე მისასვლელი გზები გადაკეტეს.

პოლიციის ცნობით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ დემონსტრაციაში დაახლოებით 15000 ადამიანი მონაწილეობს.

როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები პარტიის თანათავმჯდომარეებად ალის ვაიდელსა და ტინო ჩრუპალას აირჩევენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს