რუსებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს, განცხადებით, პოდილსკის რაიონში რუსულმა რაკეტამ ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა და ნაწილობრივ გაანადგურა.

„პოდილსკის რაიონში საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ განადგურდა. მე-7 და მე-9 სართულებს შორის ხალხია ჩარჩენილი“, - აღნიშნა კლიჩკომ.

მისი თქმით, ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 7.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყანაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ