ირანული მხარის განცხადებით, ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის ბაზებს დაარტყეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყეს.

რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიშები მიიტანეს საკვანძო ინფრასტრუქტურასა და ობიექტებზე ქუვეითში მდებარე არიფჯანის და ალი ალ-სალემის, ასევე ბაჰრეინში მდებარე ჯუფაირის და შეიხ ისას ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებს კვლავ განახორციელებს, საპასუხო თავდასხმები რეგიონის სხვა ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც გავრცელდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითში აფეთქებებისა და სირენების ხმები ისმოდა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა