ზურაბ ჯაფარიძე - ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს - რაც შეეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვისას, სასამართლოში ერთმა პოლიციელმა მე და გიორგი ვაშაძეს დაგვადო ხელი, მეორემ სხვებს დაადო, რომ ვითომ „ჟეშტიკულაციით“, ასე წერია ჩვენებაში - „ჟეშტიკულაციით“და სიტყვიერად მოვუწოდებდით ხალხს, რომ „მივაწვეთ და დაიღლებიან“ - სხვა არაფერი არ ახსოვს. მარტო ახსოვს ის, ჩვენ ვეუბნებოდით „მივაწვეთ“, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ზურა ჯაფარიძის განმარტებით, აუდიო ჩანაწერს, რომლის შესახებაც დღეს მოწმემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე, სადავოდ ისედაც არ ხდიდა.

„ჩემი ხმა არის, თქვენი ეთერებიდან არის ჩანაწერები. არანაირი ფარული მიყურადება არ არის, 2022 წელს, „დედაენის“ ბაღში ჩაწერილია სამას კაცს ველაპარაკები, რა ფარული მიყურადება, არაფერი ფარული იქ არ იყო და დგამენ, ვითომ ფარული იყო. მოწმედ პოლიციელები მოვიდნენ, ერთმა მე და გიორგი ვაშაძეს დაგვადო ხელი, მეორემ სხვებს დაადო, რომ ვითომ „ჟეშტიკულაციით“, ასე წერია ჩვენებაში, „ჟეშტიკულაციით“და სიტყვიერად მოვუწოდებდით ხალხს, რომ მივაწვეთ და დაიღლებიან. როცა ვეკითხებით, ეს რომელ დღეს ხდებოდა, გვპასუხობენ, რომ არ ახსოვთ, რომელ საათზე ხდებოდა - არ ახსოვთ, რა მეცვა - არ ახსოვთ. რაღაც ხომ უნდა იყოს და ხომ შეიძლება თქვა, რომ აი, ამ დღეს, ამ საათზე ხდებოდა ეს, აგერ არის 17 ჩანაწერი სხვადასხვა რაკურსით გადაღებული და ვნახოთ, გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე, რამე „ჟეშტიკულაციას“ აკეთებს თუ არა, მაგრამ არაფერი არ ახსოვს. მარტო ახსოვს ის, რომ სადღაც, ოდესღაც გაურკვევლობაში დაგვინახეს და ჩვენ ვეუბნებოდით „მივაწვეთ“. -განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის