სტუ-ის რექტორი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი პოეტის - ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას და მრავალრიცხოვან მკითხველს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ქართულმა ლიტერატურამ დაკარგა ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული შემოქმედი, რომელმაც თავისი ორიგინალური ხედვითა და განსაკუთრებული ხელწერით ქართულ პოეზიაში ახალი სიტყვა, ახალი სტილი დაამკვიდრა.

ამქვეყნად „შემოირბინა წუთით“, უყვარდა ქართულად, სძულდა ქართულად, სწამდა ქართულად, წერდა ქართულად და ასე აქცია ეს ერთი წუთი საუკუნედ. დაგვიტოვა გასაოცრად გულწრფელი და გამორჩეული პოეზია, რომელმაც სიტყვას ახალი ჟღერადობა, ახალი რიტმი და განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მისი ლექსები მარად იცოცხლებს, რადგან ნამდვილი პოეტი არასოდეს გვტოვებს - მისი სიცოცხლე ლექსის რითმებში გრძელდება.

წავიდა და თან წაიღო უმძიმესი ტკივილი - სახელად ირაკლი ჭანტურია. სწორედ ამ განუზომელი ტრაგედიის შემდეგ დაწერა ლექსად ქცეული ანდერძი, რომელშიც თითქოს თავისი ხვედრიც წინასწარ ამოთქვა: „უპანთეონოდ გავალ იოლად / ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი / რა სჯობს როდესაც მარადიულად / გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი“.

ვუსამძიმრებთ ტარიელ ჭანტურიას ოჯახს, მეგობრებს, ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას, მის მრავალრიცხოვან მკითხველს - ვიზიარებთ მათ დიდ ტკივილს.

მარადიული სასუფეველი საყვარელ პოეტს და მის ძვირფას შვილს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე