ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გასაჩივრდება

ალეკო ელისაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა რომც დადასტურებულიყო, 13-წლიანი სასჯელი ძალიან ბევრია - 13 წელი იმ ოდენობის სასჯელია, რაც დასრულებული ტერაქტის შემთხვევაში შეიძლება მიესაჯათ, - ეს განცხადება მედიასთან ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა გააკეთა.

აქვე ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს, რომ ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას.

რეხვიაშვილის ინფორმაციით, მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში თქვა, რომ რაკი ელისაშვილი ჩადენილ ქმედებას არ ინანიებდა, 13-წლით პატიმრობა ამიტომ განუსაზღვრა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს. 13 წელი მიუსაჯეს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებები არ გაითვალისწინა, რაც პირდაპირ მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხანძრის გაჩენა 25 მილიონის ზიანს ვერ გამოიწვევდა. უშუალოდ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე ვსაუბრობ, რასაც პროკურატურამ თავი აარიდა და არ მიმართა, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა ჰიპოთეზურ საკითხს, ეჭვსა და ვარაუდს. ზოგადად, კანონმდებლობით, ყველა ეჭვი, თუ ის საქმეში არსებობს, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, სასამართლომ ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია გამოიყენა. მუხლი 10-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა და 13 წელი მიუსაჯა“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა

მისივე თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მიმართავენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილი ტერორიზმის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს