ადვოკატის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხიძე ბრალს არ აღიარებს

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძე ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო ძებნის შედეგად დაკავებულ ჭულუხაძის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა.

როგორც ჩარკვიანი განმარტავს, მას მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდეგ არ უნახავს, შესაბამისად, დაკავების დეტალები მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

„ჯერ არ შევხვედრივარ, ორშაბათს ვაპირებ შესვლას, რომ დავაზუსტო დეტალები - რა მოხდა და რა ვითარებაში დააკავეს ის. მასთან შეხვედრის შემდეგ დამატებით კომენტარს გავაკეთებ. ვიცი, ის რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს, სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია.

მას ბრალი წაყენებული აქვს 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ამჟამად საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განიხილება. პროცესი 11 აგვისტოსაა დანიშნული“, - აცხადებს ჩარკვიანი.

ცნობისთვის, ბექა ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა გამოცხადდა.

ჭულუხაძეს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.

სუს-ის ინფორმაციით, ისინი ასევე მუშაობენ ბექა ჭულუხაძისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს