უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური - რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 15 გემზე მივიტანეთ იერიში

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 15 გემზე განახორციელეს იერიში, - ინფორმაციას უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდი, მეტსახელად „მადიარი“, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„13 ივლისის ღამეს, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების თავისუფლებისმოყვარე „ჩიტმა“ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 15 გემზე ინადირა“, - განაცხადა რობერტ ბროვდიმ სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, 8 დღის განმავლობაში, 6 -13 ივლისის პერიოდში, ჯამში 105 გემზე მიიტანეს იერიში.

როგორც ბროვდი აღნიშნავს, ოკუპირებული ყირიმის სატრანზიტო-გადამზიდ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ყოველღამე ხორციელდება, ქერჩის სრუტეში მოძრაობა შეჩერებულია და ტვირთების გადმოტვირთვის პროცესიც მინიმუმამდეა შემცირებული.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში