პრემიერი ოპოზიციაზე - ეს ადამიანები საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული

ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მისი პოზიცია პოლიტიკური შეფასებაა, ხოლო აღნიშნულ საქმეს სამართლებრივ შეფასებას სასამართლო მისცემს.

„პოლიტიკური კვალიფიკაცია ძალიან ცხადია - ეს ადამიანები მთელი მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული. ამას ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში.

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ, შესაბამისად, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში