ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის ბალონი აალდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ბალონის აალების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაშავებულებმა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მსუბუქი დამწვრობები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებიც იყვნენ მობილიზებული.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში