დონალდ ტრამპი ირანზე - მომავალ კვირას ყველა მათ ელექტროსადგურს და  ხიდს გავანადგურებთ, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები მომავალ კვირას ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაარტყამს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება.

„ხვალ საღამოს მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ, მომდევნო ღამეს ძალიან ძლიერ დარტყმას ვაპირებთ, მომავალ კვირას კი მათთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან მომავალ კვირას ელექტროსადგურების ჯერია. მომავალ კვირას ხიდების ჯერიც დადგება. ყველა მათ ელექტროსადგურს გავანადგურებთ. ყველა მათ ხიდსაც გავანადგურებთ, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან და მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ,“ - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ირანზე იერიშები, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩაშლის შემდეგ უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა გრძელდება, „გაგრძელდება მანამდე, სანამ მე არ ვიტყვი, რომ საკმარისია.“

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნა: „ამის გაკეთება არ მინდა.“

„ზოგჯერ სახმელეთო ოპერაცია აუცილებელია, მაგრამ ჩვენ გვყავს სხვები, რომლებიც ამ სახმელეთო ოპერაციას ჩვენს ნაცვლად ჩაატარებენ,“ - განაცხადა ტრამპმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს შესთავაზეს ჯარების გაგზავნა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში