აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელა და ირანის პორტების ბლოკადა განაახლა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი რაუნდი დაასრულა, რომლის დროსაც ჰორმუზის სრუტესა და სანაპირო ზოლთან ახლოს ათობით სამხედრო სამიზნეზე მიიტანა იერიში, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებაშია აღნიშნული.

„შვიდსაათიანი ტალღის განმავლობაში აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, დრონებმა და საზღვაო გემებმა ირანის რაკეტებისა და დრონების ობიექტების, საზღვაო შესაძლებლობებისა და სანაპირო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ ზუსტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს“, - დაწერა CENTCOM-მა X-ზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანის პორტებისკენ მიმავალი და იქიდან გამომავალი გემების საზღვაო ბლოკადა განაახლა.

„დარტყმები განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც აშშ-ის ძალებმა განაახლეს საზღვაო ბლოკადა იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის პორტებისა და სანაპირო ზონებისკენ მიემართებიან ან იქიდან გამოდიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ზედიზედ მეოთხე ღამეა, აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში