გაერო - რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად უკრაინაში ივნისში 293 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 990 დაშავდა, რაც ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია 2022 წლის აპრილიდან

უკრაინაში ივნისში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 293 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 990 დაიჭრა. ეს ერთი თვის პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილიდან, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისია (HRMMU) აქვეყნებს.

„მას შემდეგ, რაც მაისში ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, ივნისში მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა - სულ მცირე 293 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 990 დაშავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

HRMMU-ს ხელმძღვანელის, დანიელა ბელის თქმით, უკრაინაში 2026 წლის პირველ ნახევარში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, თავდასხმების ზრდისა და რუსების მიერ ძლიერი იარაღის გამოყენების ფონზე.

„ეს ტენდენცია უნდა იყოს გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე არსებული რისკები არა მხოლოდ გრძელდება, არამედ იზრდება როგორც მასშტაბით, ასევე სირთულით“, - აღნიშნა დანიელა ბელმა.

HRMMU-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 1 396 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7 978 დაშავდა, რაც 37%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 114%-ით მეტია 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით.

„ივნისში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მთავარი მიზეზი კვლავ შორი მოქმედების იარაღი (ფართო არეალზე ძლიერი ზემოქმედების მქონე რაკეტები და დრონები) იყო და მთლიანი მსხვერპლის 45 პროცენტი გამოიწვია. ამ იარაღის გამოყენების შედეგად მსხვერპლის უმეტესი ნაწილი დაფიქსირდა ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარე ურბანულ ცენტრებში, როგორიცაა კიევი და დნიპრო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში