კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგო ემსხვერპლა

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 19 წლის გოგო დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იმ ავტომანქანის მძღოლმა, სადაც გოგონა იჯდა, მართვა ვერ უზრუნველყო, რის გამოც, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწის გორაკს შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში