ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ახლახან ჩავედი კიევში, ეს ჩემი მე-11 ვიზიტია საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი შექმნა. მდგომარეობა მის სასარგებლოდ იცვლება“, - აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, გამოაცხადებს ახალ ინიციატივებს, რომლებიც ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციას მოახდენს.

„გამოვაცხადებ ახალ ინიციატივებს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციისთვის, რათა შევძლოთ უფრო მეტის და უფრო სწრაფად წარმოება. ჩვენ ასევე განვიხილავთ [ევროკავშირში] გაწევრიანების საკითხს და მომავალი ზამთრისთვის მზადებას’’ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში