პროკურატურა - ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა, დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ სამი სხვადასხვა დასახელების და ამ ოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული. ამის შესხებ “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დიდ ბრიტანეთში გაცემულ სამედიცინო ცნობას, პროკურატურის განმარტებით, მისი ნამდვილობა გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მეთიუ როი დესმონდის და მისი ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო და ჯარიმის თანხის ოდენობაც მათ მიერვე იყო უწყებისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე შეთავაზებული.

ოფიციალური ინფორმაციით, მეთიუ როი დესმონდის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება 5,8484 გრამი პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა აღმოუჩინეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში