დასაქმების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე კომპიუტერული მეცნიერებები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ტექნოლოგიური სფეროს მზარდი პოპულარობის ფონზე, ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული საგანმანათლებლო ქსელის, Webster University-ის თბილისის კამპუსი აბიტურიენტებს სთავაზობს უნიკალურ, ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, რომლის მიმართაც დაინტერესება საკმაოდ მაღალია უნივერსიტეტისა და პროგრამის უპირატესობებიდან გამომდინარე.
გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ შეიძლება სწორედ ეს პროგრამა გახდეს თქვენი წარმატებული კარიერის პირველი ნაბიჯი:
Webster University არის სრულად აკრედიტებული ამერიკული უნივერსიტეტი, რომელსაც აშშ-ში Higher Learning Commission (HLC) აღიარებს. კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო დონეზე (აშშ-სა და ევროპაში), ისე ადგილობრივად, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. შესაბამისად, სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, აიღონ ორი დიპლომი.
კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამა სრულად ამერიკული მხარის მიერ არის შედგენილი. სტუდენტები ზუსტად ისეთივე სასწავლო პროგრამით სწავლობენ, როგორითაც ამერიკის ან ვებსტერის სხვა საერთაშორისო კამპუსებში.
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალები შეადგენენ. კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის დიზაინი აგებულია დარგში განსაზღვრული ცოდნის სფეროების შესაბამისად. პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებს, რაც სტუდენტებს ამზადებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის დასაწყებად ან სწავლის გასაგრძელებლად შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს კომპიუტერული მეცნიერებების ფუნდამენტური და თანამედროვე მიმართულებების შესწავლას, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების დიზაინს, ასევე მონაცემთა ბაზების შექმნასა და ეფექტიან მართვას. დარგობრივ ცოდნასთან ერთად, სტუდენტები შეისწავლიან გლობალური მოქალაქეობის მოდულს, რაც ინტერკულტურული და ეთიკური კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, აქვთ STEM მიმართულებების არჩევის შესაძლებლობა.
სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის კამპუსი აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს 160-მდე სამეცნიერო ბაზაზე წვდომას.
მიღებული ცოდნა კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს ხდის. სტატისტიკის თანახმად, Webster University-ს კომპიუტერული მეცნიერების კურსდამთავრებულთა 95.5% დასაქმებულია. ისინი წარმატებით იკავებენ ისეთ პოზიციებს, როგორებიცაა:
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის კამპუსში სხვა საერთაშორისო კამპუსების ანალოგი პროგრამა ხორციელდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური მნიშვნელოვნად დაბალია. ერთი აკადემიური წლის სწავლის საფასურის ღირებულება 7900 აშშ დოლარის ეკვივალენტია (ლარში), რაც საშუალოდ 2.5-ჯერ ნაკლებია სხვა კამპუსების გადასახადზე და გაცილებით ხელმისაწვდომია ევროპულ თუ ამერიკულ ანალოგიურ პროგრამებთან შედარებით.
აბიტურიენტები, რომლებიც Webster University Tbilisi-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, იღებენ შიდა საუნივერსიტეტო გრანტს 1900 დოლარის ოდენობით. ეს დაფინანსება მომდევნო სამი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება, თუ სტუდენტის GPA 3.7-ზე მაღალი იქნება.
ჩარიცხულ სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რამდენიმე სემესტრი გაატარონ უნივერსიტეტის საერთაშორისო კამპუსებში სენტ-ლუისში, ვენაში, ლეიდენში, ათენსა და სხვ.
და თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რატომ სწორედ Webster University Tbilisi? პასუხი მარტივია - ეს არის შესაძლებლობა, მიიღოთ საერთაშორისო დონის ამერიკული განათლება საქართველოში და გახდეთ გლობალური აკადემიური საზოგადოების ნაწილი.
აი დამატებით რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სტუდენტები ყოველწლიურად Webster University-ს ირჩევენ:
(R)