გიტანას ნაუსედა - სადაზვერვო სამსახურისგან მივიღეთ სიგნალები, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელოს - ვემზადებით შესაძლო თავდასხმების ფართო სპექტრისთვის!

შესაძლოა, რუსეთმა ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელოს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაცია არსებობს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, რუსეთი პოლონეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში პროვოკაციებს ამზადებდეს, რათა ნატო-ს ერთიანობა გამოსცადოს.

„ჩვენი სადაზვერვო სამსახურებისგან მსგავსი სიგნალები მივიღეთ. ინფორმაცია კონკრეტულ ადგილსა და დროს არ მიუთითებს, რადგან ამის დადგენა უბრალოდ შეუძლებელია. შესაძლოა, მეორე მხარეს დაგეგმვის პროცესი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია და შესაძლოა, ჩვენთვის მხოლოდ მზადების ფაქტი ან სავარაუდო სამიზნე იყოს ცნობილი“, - განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, „ინფორმაცია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე წერტილოვან კინეტიკურ ოპერაციებს შეეხება და არა მასშტაბურ მოქმედებებს“.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ საფრთხის გამო ლიეტუვამ კრიტიკული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა გააძლიერა.

„ვემზადებით შესაძლო თავდასხმების ფართო სპექტრისთვის, რამაც შეიძლება ამ ობიექტების ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში