რადოსლავ სიკორსკი - რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინული დრონების გამოყენებით „ცრუ დროშის ოპერაციას“ ამზადებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი შესაძლოა უკრაინული დრონების გამოყენებით „ცრუ დროშის ოპერაციას“ ამზადებდეს.

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ პოლონეთი მსგავს რუსულ პროვოკაციას ელის და დასძინა, რომ შესაძლოა, ეს უკრაინული დრონების გამოყენებით განახორციელონ.

„პუტინმა დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი რამ თქვა. მან განაცხადა: „თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა თავს დაგვესხმება, ვუპასუხებთ“. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ის აპირებს უკრაინული დრონების მომზადებას და მათ გამოყენებას ნატო-ს წევრ ქვეყანაზე ან რუსეთზე თავდასხმისთვის, შემდეგ კი ასეთი თავდასხმისთვის საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ასეთ ქმედებებს მიმართოს, „მით უმეტეს, რომ ის სასოწარკვეთილია და [ომს] აგებს“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში