ურსულა ფონ დერ ლაიენის გარდა, კიევში რამდენიმე ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ

უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„კიევი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს პატივსაცემ მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პარტნიორობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად, უკრაინა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მეხუთე სამიტს უმასპინძლებს.

„სხვა თემებთან ერთად ყურადღების ცენტრშია: ევროპის გაძლიერების მიზნით ერთობლივი მუშაობა, მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობის გაძლიერება“, - აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანან: რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუსორ დანი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, ალბანეთის პრეზიდენტი ბაირამ ბეგაი და სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა.

უკრაინის დედაქალაქში ასევე ჩავიდნენ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი და მონტენეგროს ვიცე-პრემიერი საგარეო და ევროპულ საკითხებში ფილიპ ივანოვიჩი.

უკრაინაში იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება