ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-მა კუბის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, კუბის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადა შეწყვიტოს, - Clash Report-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა განაცხადა.

“აშშ-ის მიერ 60-წელზე მეტი ხნის წინ დაწესებულმა ბლოკადამ და უკანონო სანქციებმა კუბელ ხალხს უდიდესი ტანჯვა მოუტანა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კუბის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადა, იძულება და ზეწოლა,’’ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, „ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს კუბას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში’’.

ცნობისთვის, აშშ-ს კუბაზე ათწლეულების განმავლობაში ემბარგო აქვს დაწესებული. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო თვეებში კუნძულზე ზეწოლა გააძლიერა. საწვავის ბლოკადამ კუნძულის ენერგეტიკული კრიზისი გაამწვავა და მის ისედაც მყიფე ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება