აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალ ტალღას ახორციელებს

აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალ ტალღას ახორციელებს, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმების მიზანს ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტება წარმოადგენს.

„დღეს, აღმოსავლეთის დროით დილის 06:00 საათზე, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. დარტყმების მიზანს წარმოადგენს იმ სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი დასუსტება, რომლებსაც ირანის შეიარაღებული ძალები ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის იყენებენ“, - აცხადებს CENTCOM-ი.

ცნობისთვის, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები გასულ ღამესაც განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის დრონებისა და რაკეტების ობიექტებზე, ასევე სანაპირო თავდაცვის სისტემებზე დარტყმები შვიდი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში