დიმიტრი პესკოვი - რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ განცხადებები ლიეტუვას სჭირდება მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვისა და მილიტარიზაციისთვის ხალხის მოსამზადებლად

ლიეტუვა რუსეთის მტრის ხატად წარმოჩენით მოსახლეობას შემდგომი მილიტარიზაციისთვის ამზადებს, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებას, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავს.

„ეს განცხადებები აუცილებელია ტვინის გამორეცხვის გასაგრძელებლად და მოსახლეობის შემდგომი მილიტარიზაციისთვის მოსამზადებლად. ამისთვის საჭიროა, მეორე მხარის მტრის ხატის შექმნა - ამ შემთხვევაში, ჩვენი სახით - და ამ საბაბით, ბალტიის ქვეყნებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ყველა ფორმით განლაგების გაგრძელება“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთმა ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელოს. მისი თქმით, არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, რუსეთი პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში პროვოკაციებს ამზადებდეს, რათა ნატო-ს ერთიანობა გამოსცადოს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება