ვოლოდიმირ ზელენსკი - მახსოვს, როცა პირველად გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა, გვეწარმოებინა წელიწადში მილიონი დრონი, ყველგან დიდი სკეპტიციზმი იყო - ახლა ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, 10-ს და იქნება 20!

ამჟამად უკრაინა წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და ამ მაჩვენებლის გაორმაგებას გეგმავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, როცა წელიწადში მილიონი დრონის წარმოების გეგმა გამოაცხადა, ამ განცხადებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სკეპტიციზმი არსებობდა.

„მახსოვს, პირველად საჯაროდ გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა: წელიწადში 1 მილიონი დრონი. ყველგან დიდი სკეპტიციზმი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ახლა კი შეგვიძლია განვაცხადოთ: ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ. 10-ს და იქნება 20“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ამას პარტნიორებთან ერთად მიაღწევს.

ცნობისთვის, ივნისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მსტისლავ ბანიკმა, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მნიშვნელოვან პოტენციალზე ისაუბრა და პარტნიორებს ძირითადი სამხედრო პროგრამებისთვის დაფინანსებისა და მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში