დონალდ ტრამპი - პუტინს ვეუბნები: ვლადიმერ, დროა შეჩერდე, დროა, ეს ომი დასრულდეს

ვლადიმერ, დროა შეჩერდე - დროა, ეს ომი დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ტრეი ინგსტთან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება.

„ვფიქრობ, დიახ. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან ორივე ლიდერთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყოველთვის ერთსა და იმავეს ეუბნება.

„არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მე ვეუბნები: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე. დროა ეს ომი დასრულდეს“. ვფიქრობ, ის შეთანხმებისთვის მზად არის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა, ტრამპმა უპასუხა, რომ „მალე“.

„ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება, მაგრამ ის შეთანხმებისთვის მზად არის“, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში