უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ, რომელიც ამ დრომდე დეპუტატი იყო, თანამდებობა დატოვა და ჩინურ კომპანიაში დასაქმდა

უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ, რომელიც ამ დრომდე დეპუტატი იყო, საპარლამენტო თანამდებობა დატოვა და ჩინურ კომპანიაში დასაქმდა. ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

სიიარტოს თქმით, მან განცხადება შეიტანა საპარლამენტო თანამდებობის დატოვებაზე და ჩინურ ავტომწარმოებელ BYD-ში დასაქმდება.

„ამის მიზეზი ის არის, რომ მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში საერთაშორისო თანამდებობის დაკავებაზე უკიდურესად საპატიო წინადადება მივიღე. BYD ავტოწარმოებაში ერთ-ერთი უდიდესი წარმატების ისტორიაა ბოლო ოცი წლის განმავლობაში და ამავდროულად მსოფლიო ლიდერია ენერგიის ახალ წყაროებზე ავტომობილების წარმოებაში“, - წერს სიიარტო.

მან აღნიშნა, რომ ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმუშავებს და პასუხისმგებელი იქნება საგარეო კავშირებსა და ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებაზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში