ვოლოდიმირ ზელენსკი - გათვლა გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლომდე Patriot-ებისთვის რაკეტების წარმოების შესაძლებლობა გვექნება

გათვლა გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლომდე Patriot-ებისთვის რაკეტების წარმოების შესაძლებლობა გვექნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა“ სამიტზე განაცხადა.

„Patriot-ებისთვის ლიცენზიებზე ვმუშაობთ. შეთანხმება გვქონდა, როგორც სწორად თქვით, პოლიტიკური. გათვლა გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლომდე უკრაინული გუნდით ჩვენი რაკეტების, ჩვენი სიძლიერის ამერიკული რაკეტების, ტექნიკურად წარმოების შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ საფრანგეთთან და იტალიასთან მიაღწია შეთანხმებებს რაკეტების წარმოების განვითარებაზე საჰაერო თავდაცვის ევროპული სისტემებისთვის.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში