აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ მორიგი დარტყმები განახორციელეს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დარტყმები მიმართული იყო ირანის სამხედრო შესაძლებლობების წინააღმდეგ.

“დარტყმები მიმართულია ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე, რომელიც გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მოძრავი გემებისთვის საფრთხის შესაქმნელად. აშშ-ის სამხედროები ირანს პასუხისმგებლობას მთავარსარდლის მითითებით აკისრებენ“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა ირანის სამეთაურო ცენტრებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, რაკეტებისა და დრონების შესაძლებლობებს, ასევე სანაპირო სათვალთვალო ობიექტებს შეუტიეს.

„აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე, რათა კიდევ უფრო შეესუსტებინათ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე მსახურობენ“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ.

ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მატ შორის საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში და სამხრეთ ქალაქებში აჰვაზსა და ჩაბაჰარში აფეთქებების ხმები ისმოდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში