დონალდ ტრამპი ირანზე - სჯობს, წესიერად მოიქცნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა საჯაროდ დაესახელებინა ვადა, რომელსაც ის ირანს აძლევს, სანამ ქვეყნის ხიდებზე დარტყმებს განახორციელებს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„არ მიყვარს ვადების დაწესება, მაგრამ მათ თითქმის ყველაფერი იციან. ირანშია საქმე. სჯობს, წესიერად მოიქცნენ“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას აძლევს თუ არა ის ირანს ვადას, სანამ აშშ ხიდების დაბომბვას დაიწყებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ მორიგი დარტყმები განახორციელეს. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე, რათა კიდევ უფრო შეესუსტებინათ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე მსახურობენ.“

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში